




სახელოვანი მეფეების ინსპირაციით შექმნილი სერიის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი - სამეფო დანა გიორგი V ბრწყინვალე.
ნაკეთობა ეძღვნება საქართველოს გამაერთიანებელ მეფეს — გიორგი ბრწყინვალეს, რომლის მმართველობამ ქვეყანას ძლიერება, ერთიანობა და საერთაშორისო ავტორიტეტი მოუტანა.
უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან დამზადებული დანის პირი (S90V) გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცითა და გამძლეობით. ვერცხლისა და ოქროს დეტალებით გაფორმებული ტარი სიმბოლურად ასახავს მეფის ძალაუფლებასა და მის „ბრწყინვალე“ ეპოქას — ოქროს ელვარება მის დიდებას ეხმიანება, ხოლო ვერცხლი სიბრძნესა და სამართლიანობას უსვამს ხაზს.
ნაკეთობის უკანა ნაწილი გვირგვინის მინიატურულ კომპოზიციას წარმოგვიდგენს - ერთიანობის მარადიულ სიმბოლოს.
აქ გამოყენებული აქატი და ზურმუხტი არა მხოლოდ ესთეტიკურ დატვირთვას ატარებს, არამედ გამოხატავს სიმტკიცეს, სიწმინდესა და სულიერ ძალას, ხოლო წითელი მინანქარი ეპოქის შეუპოვარ ენერგიას ატარებს.

Филиал Любляна
Ул. Любляна 15, 0159
Тбилиси, Грузия
Часы Работы: 10:00 - 19:00
Tel.: (+995 32) 2510001
Fax: (+995 32) 2530044
Email: [email protected]