


ზარაფხანას სიახლე, - გულსაკიდები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ლაკონური და თანამედროვე არჩევანია.
სამკაულის მართკუთხა ფორმები დედამიწას და მის სიმტკიცეს გამოხატავს, ოთხი წახნაგი სამყაროს ოთხ მხარეს, სტაბილურობას და ჰარმონიას ასახავს.
გულსაკიდის ოთხივე მხარეზე ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი სიმბოლოებია გამოსახული, როგორიცაა - ზოდიაქო, მისი ძვირფასი ქვა, მმართველი პლანეტის და სტიქიის სიმბოლიკა.
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია. მას მარსი მფარველობს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ამბიციური, აქტიური, იმპულსური, პატივმოყვარე, შესაშური ენერგიის მქონენი არიან. ბუნებით აბსოლუტური ლიდერები, გამოირჩევიან სიმამაცით და თავდადებით.
მმართველი პლანეტა: მარსი
სტიქია: ცეცხლი
ქვა: ციტრინი (წარმატების ქვად ითვლება, მინერალი აძლიერებს მფლობელის შინაგან ენერგიასა და მიზანმიმართულობას.)
შენიშვნა: გულსაკიდის ღირებულებაში არ შედის ძეწკვი.
Вместе с этим они покупают

Филиал Любляна
Ул. Любляна 15, 0159
Тбилиси, Грузия
Часы Работы: 10:00 - 19:00
Tel.: (+995 32) 2510001
Fax: (+995 32) 2530044
Email: [email protected]