

მინანქრის კომპოზიციის ინსპირაცია ქართული ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - პეტრე ოცხელის ესკიზი „მფრინავი მღებავი“ გახლავთ. ლეო ესაკიას ფილმისთვის შექმნილი ნამუშევარი მინიმალისტური, დახვეწილი გეომეტრიული ფორმებითა და ჰეროიკული პათოსით ხასიათდება. ნაკეთობაზე მუშაობის პროცესში, ჩვენი გუნდის მიზანი სწორედ იმ ცოცხალი ვიბრაციისა და ინდივიდუალიზმის გადმოცემა გახლდათ, რითიც ოცხელის შემოქმედებამ გაუსწრო დროს და მოდერნისტული ხელოვნების სიმბოლოდ იქცა.
სუვენირის საორიენტაციო ზომები:
სიგანე 25 სმ
სიმაღლე 33 სმ

Lubliana Branch
Lubliana str. 15, 0159
Tbilisi, Georgia
Working Hours: 10:00 - 19:00
Tel.: (+995 32) 2510001
Fax: (+995 32) 2530044
Email: [email protected]