




ზარაფხანას სიახლე, - გულსაკიდები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ლაკონური და თანამედროვე არჩევანია.
სამკაულის მართკუთხა ფორმები დედამიწას და მის სიმტკიცეს გამოხატავს, ოთხი წახნაგი სამყაროს ოთხ მხარეს, სტაბილურობას და ჰარმონიას ასახავს.
გულსაკიდის ოთხივე მხარეზე ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი სიმბოლოებია გამოსახული, როგორიცაა - ზოდიაქო, მისი ძვირფასი ქვა, მმართველი პლანეტის და სტიქიის სიმბოლიკა.
სასწორი - ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ვენერა მფარველობს, მმართველი სტიქიაა ჰაერი. ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად, მკაფიოდ და სტრუქტურულად. განვითარებული აქვთ მშვენიერების გრძნობა და ესთეტიკური აზროვნება.
პლანეტა: ვენერა
სტიქია: ჰაერი
ქვა: ტურმალინი (შემოქმედებითობას და წარმატებას აძლიერებს)
შენიშვნა: გულსაკიდის ღირებულებაში არ შედის ძეწკვი.
Along with that, they buy

Lubliana Branch
Lubliana str. 15, 0159
Tbilisi, Georgia
Working Hours: 10:00 - 19:00
Tel.: (+995 32) 2510001
Fax: (+995 32) 2530044
Email: [email protected]