Zarapxana for Eshvi

სამკაულში გაცოცხლებული ძველი ქართული ორნამენტები, სიმწვანე და ბუნება - ზარაფხანას და ეშვის ერთობლივი კოლექცია ZARAPXANA FOR ESHVI

 სიმწვანე და ბუნება- ზარაფხანას და ეშვის ერთობლივი კოლექციის, ოქროს ხაზის ინსპირაცია

სიცოცხლის სიმბოლო მწვანე, განახლების,  ენერგიის და ჰარმონიის ნიშანია. დღევანდელ ურბანულ გარემოში, მწვანე დეტალებით მორთული სამკაული  დაგაკავშირებთ იმ სამყაროსთან როცა ხელუხლებელ ბუნებაში, მწვანე ფერი დომინირებდა.

ამგვარად, ამ საკმაულის ტარებისას  უხილავ ძაფებს გააბამთ  პირველყოფილ გარემოსთან და შეიგრძნობთ მის სუფთა ენერგიას.

ძველის და ახლის სინთეზი,  წარსულის შემოქმედებითი მემკვიდრეობა და  სამკაულში გადმოტანილი საქართველოს ისტორია - ეს ზარაფხანას და ეშვის ერთობლივი კოლექციის ვერცხლის ხაზია

6-11 საუკენეებში, აფხაზეთში, იშხანში, ოლთისში, რუისსა და მანგლისში შექმნილი ფასადის ორნამენტული დეკორის ფრაგმენტები თანამედროვე  სამკაულებში გაცოცხლდა.

ტიხრული მინანქრით დამუშავებული გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი  ვერცხლის სამკაული ელეგანტური  და  ამავე დროს ყოველდღიურად სატარაბელია.

 კოლექცია მათთვის, ვინც აფასებს წარსულს, იხედება მომავლისკენზუსტად იცის რა უნდა და ორიენტირებულია განვითარებაზე.

ქართული ორნამენტისა და თანამედროვე სტილის  შერწყმა, უძველესი ქართული საიუველირო ტრადიციების მქონეზარაფხანა’-სა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ცნობილიეშვი“- თანამშრომლობის შედეგია.