კოლექცია სახელწოდებით „Aqua“ „ზარაფხანა“-სა და „Aqua by Nanuka”-ს თანამშრომლობის შედეგია ახალი 23 სახის მოდელი „ზარაფხანას“ მაღაზიათა ქსელში დღეიდან (19 აპრილიდან) გამოჩნდება. სამკაულის კონცეფციაზე და კრეატიულ ნაწილზე ახალგაზრდა მხატვარმა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა და „ზარაფხანა“-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავეს. ინსპირაციის წყარო წყალი და წყლის ფორმაა. კოლექციაში მინიმალისტური და სურეალისტური სტილი არის გამოყენებული. სამკაულები მარტივად აღქმადია, თუმცა ტექნიკურად რთულად შესრულებადი. კოლექციაში ძირითადად ბრილიანტი, აქვამარინი, ამეთვისტო და მარგალიტია გამოყენებული. ყველა სამკაული მაღალი 585 სინჯის ოქროთი მზადდება. „ზარაფხანას“ უმაღლესი ხარისხი და სწრაფვა სრულყოფილებისკენ , თითოეულ ხელნაკეთ ნივთს გამორჩეულს ხდის. „Aqua“-ს კოლექციის შექმნით „ზარაფხანა“ თავისი მომხმარებლის ტრენდულ მოთხოვნებს პასუხობს და ანებივრებს სამკაულის ფართო არჩევანით. წელს კომპანია ზარაფხანა 80 წლის იუბილეს აღნიშნავს და კიდევ რამდენიმე ახალი კოლექციის შექმნას გეგმავს.