ზარაფხანას - ახალი კოლექციის შთაგონება მე-19 საუკუნის გამორჩეული ფიგურა ეკატერინე ჭავჭავაძეა. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრების ისტორიამ და მისმა პროგრესულობამ მოგვცა შესაძლებლობა მისი პიროვნება გაიგივებულიყო თანამედროვე ქალთან და შეექმნა კიდევ ერთი კოლექცია - ახალი სიტყვის სახით , საიუველირო ხელოვნებაში.

კოლექცია გადმოსცემს არა მხოლოდ სამკაულის სრულყოფილებას , არამდენ იდეას სადაც მთავარი მოქმედი ფიგურა ქალია - თანამედროვე სამყაროში გამორჩეული სიძლიერით , მომხიბველობით , დამოუკიდებლობით , აქტიური საზოგადოებრივი როლით.

 

ქალი , რომელიც ნერგავს სიახლეებს , აფასებს სილამაზეს , ტრადიციას და ორიენტირებულია მომავალზე...