siaxleebis arqivi


img

საიუველირო კომპანია „ზარაფხანამ“ განაახლა კიდევ ერთი, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე საფირმო მაღაზია. მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 15 მაისს გაიმართა, სადაც მოწვეული იყო როგორც კომპანიის ერთგული მომხმარებლები ისე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული...სრულად

     საიუველირო კომპანია „ზარაფხანამ“ განაახლა კიდევ ერთი, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე საფირმო მაღაზია.     მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 15 მაისს გაიმართა, სადაც მოწვეული იყო როგორც კომპანიის ერთგული მომხმარებლები ისე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები.     ახალი დიზაინის მქონე მაღაზიაში, ფუნქციონირებს ინდივიდუალური სამსახური სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მისთვის სასურველი მომსახურებით: სამკაულის ესკიზების ინდივიდუალურად შექმნა და შემდგომ სამკაულების დამზადება. საკუთარი ოქროს ან ვერცხლის ნედლეულით სასურველი ნაკეთობების დამზადება. ზარაფხანას არსებული სამკაულების მოდელში ცვლილებების შეტანა ( ქვის შეცვლა, ზომის მორგება და ა.შ.) ნაკეთობების მოოქროვება ან მოვერცხვლა. ძვირფასი და ბუნებრივი ქვების შეძენა. სამკაულზე სასურველი წარწერის გაკეთება.          

img

დღეიდან საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ მაღაზიათა ქსელში კიდევ ერთ მომსახურებას აამოქმედებს, რომელიც განსაკუთრებით ტურისტებისთვის იქნება მიმზიდველი. Tax Free რაც გულისხმობს რომ ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის შენაძენის ღირებულება 236 ლარს აღემატება, შესაძლებლობა აქვს ქვეყნის დატოვებისას, საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარადგინოს დოკუმენტაცია რომელიც...სრულად

დღეიდან საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ მაღაზიათა ქსელში კიდევ ერთ მომსახურებას აამოქმედებს, რომელიც განსაკუთრებით ტურისტებისთვის იქნება მიმზიდველი. Tax Free რაც გულისხმობს რომ ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის შენაძენის ღირებულება 236 ლარს აღემატება, შესაძლებლობა აქვს ქვეყნის დატოვებისას, საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარადგინოს დოკუმენტაცია რომელიც შენაძენისას გადაეცა და აძლევს მას საშუალებას დაუბრუნდეს ნივთის დამატებული ღირებულების გადასახადი 18% უკან.

img

„ ზარაფხანა“ დღეისათვის უდავოდ საქართველოს საიუველირო ბაზრის ლიდერია, მისი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ყველაზე დიდი საცალო ქსელია. 2012 წლის თებერვლის ბოლოს კომპანიამ გახსნა კიდევ ერთი, საცალო ვაჭრობის ობიექტი ქალაქ თბილისში, ახლად გახსნილ საბურთალოს გუდვილში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ამ ობიექტზე შეიძინოს...სრულად

„ ზარაფხანა“ დღეისათვის უდავოდ საქართველოს საიუველირო ბაზრის ლიდერია, მისი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ყველაზე დიდი საცალო ქსელია. 2012 წლის თებერვლის ბოლოს კომპანიამ გახსნა კიდევ ერთი, საცალო ვაჭრობის ობიექტი ქალაქ თბილისში, ახლად გახსნილ საბურთალოს გუდვილში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ამ ობიექტზე შეიძინოს მისთვის სასურველი საიუველირო ნაკეთობა და ისარგებლოს ყველა იმ ტიპის მომსახურებით რასაც კომპანია „ზარაფხანა“ თავის მომხმარებელს სთავაზობს.

img

საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დაასრულა მუშაობა ახალ კოლქციაზე, რომელის ესკიზებიც ცნობილმა დიზაინერმა - ირაკლი ნასიძემ შექმნა. კოლექციის პრეზენდაცია 14 თებერვალს 19:00 საათზე, საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" განახლებულ საფირმო მაღაზიაში გაიმართა, რომელიც აბაშიძის N29-ში მდებარეობს. მოგეხსენებათ კომპანია "ზარაფხანას"...სრულად

საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დაასრულა მუშაობა ახალ კოლქციაზე, რომელის ესკიზებიც ცნობილმა დიზაინერმა - ირაკლი ნასიძემ შექმნა. კოლექციის პრეზენდაცია 14 თებერვალს 19:00 საათზე, საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" განახლებულ საფირმო მაღაზიაში გაიმართა, რომელიც აბაშიძის N29-ში მდებარეობს. მოგეხსენებათ კომპანია "ზარაფხანას" გააჩნია საქართველოში ყველაზე დიდი, 70 წლიანი გამოცდილება საიუველირო ნაწარმის შექმნაში. კომპანიის ნაკეთობები გამოირჩევა ორიგინალურობით და დახვეწილი დიზაინით. კომპანია მუდმივად ცდილობს რომ შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ტრადიციები და ამავდროულად იყოს თანამედროვე ტენდენციების გამტარებელი. შესაბამისი ხედვიდან გამომდინარე, საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დაასრულა მუშაობა ახალ კოლექციაზე საქართველოში და ევროპაში ცნობილ დიზაინერ, ირაკლი ნასიძესთან ერთად. ერთობლივი კოლექციის გამოშვება სიმბოლურად 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს დაიგეგმა. კომპანიისათვის პატივია თანამშრომლობა ისეთ წამყვან დიზაინერთან რომელმაც დაუღალავი შრომითა და მიზანსწრაფულობით მიაღწია იმას, რომ მისი სახელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პარიზის მოდის უმაღლეს ლიგაში, რომელიც ასევე აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდევს როგორის არის, Christian Dior, Nina Ricci, Christian Lacroix, Yves Saint Laurent და ა.შ. და რომლის აზრს, იდეებს და შემოქმედებას ასევე პატივს სცემენ მსოფლიოში. კოლექცია რომელიც 13 მოდელს ითვლის, შესრულებულია 585 სინჯის ოქროში და გაწყობილია ძვირფასი ქვებით. სამკაულები ძირითადად განკუთვნილია მაღალგემოვნებბიანი მომხმარებლისთვის, ვისთვისაც საინტერესოა თანამედროვე მოდის ტენდენციები. ფასები 425 ლარიდან 8000 ლარამდე მერყეობს. მათ შორის არის ლიმიტირებული მოდელი, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიური შეკვეთით მზადდება. კოლექცია გაყიიდვაში 15 თებერვლიდან გამოვა, პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის 3 მაღაზიაში: აბაშიძის 29 ლუბლიანას 15 პეკინის 31ა ირაკლი ნასიძე: "ფრინველები ის ქმნილებებია, რომელიც ჩემს შემოქმედებაში გაიდეალებულია და განსაკუთრებული პრიორიტეტებით სარგებლობს. მათ მითოლოგიურ დატვირთვას ყოველთვის ხიბლში მოვყავდი. ეს ქმნილებები ჩემს ხელოვნებას ასხამენ ფრთებს და შემდეგ სილამაზისა და ოცნებების კალეიდოსკოპში ამოგზაურებენ. კოლექციის საწყისია ფრაგმენტული შეხვედრა ადამიანთან, რომლის სილამაზემ, სულის თავისუფებამ, მისმა სამყაროს აღქმამ და სიკეთემ საწყისი მისცა კოლექციის შექმნას. მე მას სამოთხის ჩიტად აღვიქვამდი ამიტომაც ერთ-ერთ სამკაულს "Mon oiseau d'amour" ანუ ჩემო საყვარელო ჩიორა ვუწოდე. ეს ის სამკაულია რომელიც სიმბოლურად ადამიანის სულიერ სიმშვიდეს, სიყვარულს, სიკეთეს, თავისუფლებასა და მეგობრობას აგვირგვინებს."საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დაასრულა მუშაობა ახალ კოლქციაზე, რომელის ესკიზებიც ცნობილმა დიზაინერმა - ირაკლი ნასიძემ შექმნა.