img

  ზარაფხანა- ჯილდო საიუველირო სფეროს  პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის 27 ნოემბერს, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით ბიზნეს რეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზული, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. გალა საღამოზე, წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. ზარაფხანა ღონისძიების ალმასის სპონსორი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული გახდა. ჩვენმა კომაპნიამ ჯილდო მიიღო „წარმოების 80 წლიანი უწყვეტი ისტორიისა და ქართული  საიუველირო სფეროს  პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე დაჯილდოვდა ინკოგნიტო მომხმარებლის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით და კიდევ ერთი განარჯვება მოიპოვა, როგორც მედიის რჩეულმა კომპანიამ. ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები  ზარაფხანაში დამზადებული სამკერდე „ოქროს ლომებით“ დაჯილდოვდნენ. ჯორჯიან თაიმსის და ზარაფხანას თანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს.