img

  ZARAPXANA FOR ESHVI-კოლექციის პრეზენტაცია   31 ოქტომბერს, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზში, კოლაბორაციით შექმნილი კოლექციის- ZARAPXANA FOR ESHVI პრეზენტაცია გაიმართა.  უძველესი ქართული საიუველირო ტრადიციების მქონე „ზარაფხანა’-სა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ცნობილი „ეშვი“-ს თანამშრომლობის შედეგად ძველი ქართული  ორნამენტებისა და თანამედროვე სტილის  შერწყმა მოხდა. კოლექციაში ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობებია. ვერცხლის სამკაულში,  საქართველოს ისტორია და ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტებია გადმოტანილი. ოქროს ნაკეთობების შთაგონება კი სიმწვანე და ბუნებაა.