img

შეგახსენებთ, რომ ზარაფხანაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტი განვადებით ყოველგავრი დამატებითი ფარული ხარჯის გარეშე. თუ გსურთ ვალენტინობას საყვერლ ადამიანს აჩუქოთ ულამაზესი სამკაული, უპროცენტო განვადება მოგანიჭებთ ამის საუკეთესო საშუალებას. საქართველოს ბანკით უპროცენტო განვადებით სარგებლობისას: ვთქვათ, შერჩეული ნივთის ღირებულება შეადგენს 1,000 ლარს. უპროცენტო განვადებით სარგებლობისას გადაიხდით მხოლოდ ნივთის ღირებულების 4,9% (ამ შემთხვევაში 49 ლარი), ხოლო ნივთის ღირებულება 1,000 ლარი თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე, სადაინაც პირველ გადასახადს იხდით ნივთის შეძენიდან 1 თვის შემდეგ. თუ ისურვებთ, განვადების პერიოდი შეიძლება უფრო შემცირდეს. თუ ყიდვის მომენტში არ გსურთ საკომისიო თანხის, 4,9 %-ის, გადახდა, ნივთის ღირებულებას დაემატება 5,9 % და მიღებული თანხა (ამ შემთხვევაში 1,059 ლარი) თანაბრად გადანაწილდება შესაბამის პერიოდზე. თუ გსურთ განვადებით სარგებლობა 12 თვეზე მეტი პერიოდით, სესხის პირობები უცვლელი დარჩება, თუმცა ბანკმა შესაძლებელია მოითხოვს წინასწარი შენატანი (თანამონაწილეობის თანხა), რაც გამოაკლდება ნივთის ღირებულებას. გთხოვთ, გაითვალისწიონოთ, რომ ზემოთ ნათქვამი მხოლოდ მაგალითია და ბანკი უფლებამოსილია ყოველი კონკრეტული განვადების შემთხვევა განიხილოს საკუთარი განაწესისა და თქვენი საბანკო ისტორიის მიხედვით.