img

     საიუველირო კომპანია „ზარაფხანამ“ განაახლა კიდევ ერთი, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე საფირმო მაღაზია.     მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 15 მაისს გაიმართა, სადაც მოწვეული იყო როგორც კომპანიის ერთგული მომხმარებლები ისე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები.
    ახალი დიზაინის მქონე მაღაზიაში, ფუნქციონირებს ინდივიდუალური სამსახური სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მისთვის სასურველი მომსახურებით:


  • სამკაულის ესკიზების ინდივიდუალურად შექმნა და შემდგომ სამკაულების დამზადება.
  • საკუთარი ოქროს ან ვერცხლის ნედლეულით სასურველი ნაკეთობების დამზადება.
  • ზარაფხანას არსებული სამკაულების მოდელში ცვლილებების შეტანა ( ქვის შეცვლა, ზომის მორგება და ა.შ.)
  • ნაკეთობების მოოქროვება ან მოვერცხვლა.
  • ძვირფასი და ბუნებრივი ქვების შეძენა.
  • სამკაულზე სასურველი წარწერის გაკეთება.