img

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა"-მ დაასრულა მუშაობა ახალ კოლექციაზე, რომლის ესკიზებიც საქართველოში კარგად ცნობილმა დიზაინერთა ჯგუფმა – "რუმსმა" შექმნა. კოლექციის პრეზენტაცია 22 ნოემბერს 20:00 საათზე, საიუველირო კომპანია "ზარაფხანა"-ს საფირმო მაღაზიაში გაიმართა, რომელიც აბაშიძის #29-ში მდებარებს. დიზაინერთა ჯგუფ "რუმს"-თან ერთად ჩვენ შევმქმენით ერთობლივი კოლექცია. კომპანიისათვის პატივია თანამშრომლობა ისეთ დიზაინერებთან, რომელთა სახელით საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ იქმნება მარტივი, ამავდროულად ორიგინალური და დახვეწეილი დიზაინის მქონე არქიტექტურული პროექტები და რომელთა აზრს, იდეებსა და შემოქმედებას ასევე პატივს სცემენ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში. იმედს ვიტოვებთ რომ წარმოდგენილი კოლექცია თქვენთვის სასურველი გახდება, ხოლო შერჩეული სამკაული თქვენი იმიჯისა და წარამტების ნაწილი. კოლექცია რომელიც 20 მოდელს ითვლის, შესრულებულია ოქროსა და ვერცხლში. კოლექცია გამოირჩევა არა მხოლოდ ორიგინალური დიზიანით არამედ, მასზედ დატანილი ფაქტურებით და ფერით. პირველად საქართველოს საიუველირო ბაზარზე, გამოყენებულია შავი როდირების ტექნოლოგია. სამკაულების ფასები 35 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. კომპანია რუმსი შეიქმნა 2007 წელს. მათი ძირითადი საქმიანობა ინტერიერის და პროდუქტის დიზაინია, ეს არის სივრცისა და ფორმის მოდელირება. ელემენტარული გეომეტრია მათი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. რუმსის მიზანია შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც გაუძლებს დროს. სამკაულის დიზაინი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო მათთვის, თუმცა ისევ შეეხნენ მოდელირებას , მხოლოდ განსხვავებულ მაშტაბში. წარმოვადგინეთ თანამედროვე ქალის სამკაული , რომელიც ხაზს უსვავს მომხმარებლის ხასიათს , სტილს და ინდივიდუალობას . ძვირფასი მეტალებით შევქმენით მარტივი გეომეტრიული ფორმები – წრე, რკალი, კვადრატი სამკუთხედი და ოთხკუთხედი, ეს ფორმები ისეთივე მუდმივია როგორც თავად მეცნიერება -გეომეტრია . ერთი შეხედვით მარტივი ხაზებით შექმნილი ძვირფასი სამკაული ატარებს დახვეწილ, ელეგანტურ და ღრმა თვისებებს , რომელიც სრულყოფს თანამედროვე ქალის "ფორმას" და ხასიათს.   კოლექცია გაყიდვაში 23 ნოემბრიდან გამოვა და მომხამრებელს სამკაულების შეძენისის შესაძლებლობა "ზარაფხანას" ყველა საფირმო მაღაზიაში ექნება.