img

დღეიდან საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ მაღაზიათა ქსელში კიდევ ერთ მომსახურებას აამოქმედებს, რომელიც განსაკუთრებით ტურისტებისთვის იქნება მიმზიდველი. Tax Free რაც გულისხმობს რომ ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის შენაძენის ღირებულება 236 ლარს აღემატება, შესაძლებლობა აქვს ქვეყნის დატოვებისას, საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარადგინოს დოკუმენტაცია რომელიც შენაძენისას გადაეცა და აძლევს მას საშუალებას დაუბრუნდეს ნივთის დამატებული ღირებულების გადასახადი 18% უკან.