img

საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დაასრულა მუშაობა ახალ კოლქციაზე, რომელის ესკიზებიც ცნობილმა დიზაინერმა - ირაკლი ნასიძემ შექმნა.
კოლექციის პრეზენდაცია 14 თებერვალს 19:00 საათზე, საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" განახლებულ საფირმო მაღაზიაში გაიმართა, რომელიც აბაშიძის N29-ში მდებარეობს.
მოგეხსენებათ კომპანია "ზარაფხანას" გააჩნია საქართველოში ყველაზე დიდი, 70 წლიანი გამოცდილება საიუველირო ნაწარმის შექმნაში. კომპანიის ნაკეთობები გამოირჩევა ორიგინალურობით და დახვეწილი დიზაინით. კომპანია მუდმივად ცდილობს რომ შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ტრადიციები და ამავდროულად იყოს თანამედროვე ტენდენციების გამტარებელი. შესაბამისი ხედვიდან გამომდინარე, საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დაასრულა მუშაობა ახალ კოლექციაზე საქართველოში და ევროპაში ცნობილ დიზაინერ, ირაკლი ნასიძესთან ერთად. ერთობლივი კოლექციის გამოშვება სიმბოლურად 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს დაიგეგმა.
კომპანიისათვის პატივია თანამშრომლობა ისეთ წამყვან დიზაინერთან რომელმაც დაუღალავი შრომითა და მიზანსწრაფულობით მიაღწია იმას, რომ მისი სახელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პარიზის მოდის უმაღლეს ლიგაში, რომელიც ასევე აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდევს როგორის არის, Christian Dior, Nina Ricci, Christian Lacroix, Yves Saint Laurent და ა.შ. და რომლის აზრს, იდეებს და შემოქმედებას ასევე პატივს სცემენ მსოფლიოში.
კოლექცია რომელიც 13 მოდელს ითვლის, შესრულებულია 585 სინჯის ოქროში და გაწყობილია ძვირფასი ქვებით. სამკაულები ძირითადად განკუთვნილია მაღალგემოვნებბიანი მომხმარებლისთვის, ვისთვისაც საინტერესოა თანამედროვე მოდის ტენდენციები. ფასები 425 ლარიდან 8000 ლარამდე მერყეობს. მათ შორის არის ლიმიტირებული მოდელი, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიური შეკვეთით მზადდება.
კოლექცია გაყიიდვაში 15 თებერვლიდან გამოვა, პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის 3 მაღაზიაში:

    • აბაშიძის 29
    • ლუბლიანას 15
    • პეკინის 31ა

ირაკლი ნასიძე: "ფრინველები ის ქმნილებებია, რომელიც ჩემს შემოქმედებაში გაიდეალებულია და განსაკუთრებული პრიორიტეტებით სარგებლობს. მათ მითოლოგიურ დატვირთვას ყოველთვის ხიბლში მოვყავდი. ეს ქმნილებები ჩემს ხელოვნებას ასხამენ ფრთებს და შემდეგ სილამაზისა და ოცნებების კალეიდოსკოპში ამოგზაურებენ. კოლექციის საწყისია ფრაგმენტული შეხვედრა ადამიანთან, რომლის სილამაზემ, სულის თავისუფებამ, მისმა სამყაროს აღქმამ და სიკეთემ საწყისი მისცა კოლექციის შექმნას. მე მას სამოთხის ჩიტად აღვიქვამდი ამიტომაც ერთ-ერთ სამკაულს "Mon oiseau d'amour" ანუ ჩემო საყვარელო ჩიორა ვუწოდე. ეს ის სამკაულია რომელიც სიმბოლურად ადამიანის სულიერ სიმშვიდეს, სიყვარულს, სიკეთეს, თავისუფლებასა და მეგობრობას აგვირგვინებს."საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დაასრულა მუშაობა ახალ კოლქციაზე, რომელის ესკიზებიც ცნობილმა დიზაინერმა - ირაკლი ნასიძემ შექმნა.