"ფრინველები ის ქმნილებაა , რომლებიც ჩემს შემოქმედებაში გაიდეალებულია და განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს. მათ მითოლოგიურ დატვირთვას ყოველთვის ხიბლში მოვყავდი. ეს ქმნილებები ჩემს ხელოვნებას ასხამენ ფრთებს და შემდეგ სილამაზისა და ოცნებების კალეიდოსკოპში ამოგზაურებენ. კოლექციიის შთაგონების საწყისია ფრაგმენტული შეხვედრა ადამიანთან , რომლის სილამაზემ , სულის თავისუფლებამ, მისმა სამყაროს აღქმამ და სიკეთემ საწყისი მისცა კოლექციის შექმნას. მე მას გაცნობამდე სამოთხის ჩიტად აღვიქვამდი ,ამიტომაც ერთ-ერთ სამკაულს mon oiseau d'amour ანუ ჩემო საყვარელო ჩიორა ვუწოდე. ეს ის სამკაულია , რომელიც სიმბოლურად ადამიანის სულიერ სიმშვიდეს, სიყვარულს , სიკეთეს , თავისუფლებასა და მეგობრობას აგვირგვინებს." ირაკლი ნასიძე