თამარ მეფე, რთიანი საქართველის  მონარქი, იწოდებოდა როგორცმეფეთმეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი".

მისი მმართველობის პერიოდს ქართველებიოქროს ხანასუწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხეები, ეკლესია-მონასტრები, ხიდები, ითარგმნება წიგნები, იხატება ფრესკები, იჭედება  ხატები.

მეფე თამარის დროს საქართველო კავკასიის  უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფო იყო.

წარმოდგენილი კოლექციის შექმნის შთამაგონებელი სწორედ ქალი მმართველის სიდიადე, მიზანსწრაფულობა და ის ეპოქაა, რომლის შემქმნელიც თამარ მეფე იყო.

კოლექცია დაყოფილია სამ ისტორიად:

ტიტულატურა - ფრაგმენტი  ეპოქისა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და დღეს მუზეუმს ამშვენებს. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ნიშნით ხდებოდა სამეფო კარზე შედგენილი  დოკუმენტების, ბრძანებების თუ განკარგულებების დამოწმება. შთაგონება - თამარის მეფობის დროინდელი მონეტა რომელიც, თავისთავად, ასახავს ამ ეპოქის სიდიადეს.

ბასიანის ბრძოლა -  ერთ-ერთი საამაყო ბრძოლა საქართველოს ისტორიაში - გამორჩეული თავისი შედეგით და სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით, რომლის შემდეგ საქართველო წამყვანი ქვეყანა გახდა წინა აზიაში. შთაგონება - წუთები, როდესაც თამარ მეფე ლოცავს საბრძოლველად მიმავალ ქართულ ჯარს.

ვენზელი - გვარის დიდება - შთაგონება სწორედ სამეფო გვარის დიდებიდან მომდიანარეობს, როცა  დავით IV აღამაშენებლის მიერ მემკვიდრეობით ბოძებული საგვარეულო სამკაული თამარ მეფის  ზარდახშაში ღირსეულ ადგილს იკავებს და შემდეგ ასევე შთამომავლობით გადადის შეუფასებელი მემკვიდრეობის სახით.

თამარის ჯვარი - გულსაკიდი,ჯვარი. შთაგონება - გულსაკიდი სანაწილე ჯვარი მეფეთა მეფე თამარის.

ჯვარი - გულსაკიდი, ჯვარი. შთაგონება - თამარის მეფობის ეპოქა.