საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ წარმოგიდგენთ ახალ კოლექციას სახელწოდებით „ზარაფხანას მარგალიტი“. ეს პირველი პრეცედენტია კომპანიის ისტორიაში, როდესაც მარგალიტის ქვა გამოყენებულია არა ერთეულ სამკაულში, არამედ წარმოდგენილია სრული კოლექციის სახით. იმედი გვაქვს ექპერიმენტი გაამართლებს და კოლექცია ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი წინა კოლექციები.

რაც შეეხვება უშუალოდ მარგალიტს, სხვადასხვა გადმოცემების მიხედვით იგი გამოირჩევა მრავალი მაგიური თუ სამედიცინო თვისებით. თუმცა, ყველა თანხმდება იმ ფაქტზე, რომ მარგალიტი ცოცხალი ქვაა, რადგან მის შემადგენლობაში შედის 3 სტიქია: ჰაერი, წყალი და მიწა, რაც მას ასევე განსაკუთრებულს ხდის.