კოლექცია, რომელსაც კოლხური ლეგენდა” შევურჩიეთ სახელადცნობათა თანახმად კოლხეთის ტერიტორიაზე კარგად უნდა ყოფილიყო ბრინჯაოს კულტურა განვითარებულიცნობილი, როგორც კოლხური კულტურა. ისტორიკოსების გადმოცემით, სწორედ ეს ხანა მიიჩნევა ახლანდელი საქართველოს, ბრინჯაოს აყვავების ხანად. კულტურის აღზევებისათვის დამახასიათებელი გამორჩეული ფორმებისა და ორნამეტების მქონე სხვადასხვა დანიშნულების იარაღებისა და სხვადასხვა მასალით შესრულებული ჯამ-ჭურჭლის გარდა, ამ ეპოქაში მნიშვნელოვნად განვითარდა ოქრომჭედლობის საიუველრო ტრადიციები. ამას ცხადჰყოფს თუნდაც ერთი სამაროვანი, რომელსაც კოლხი ქალის სამარხს უწოდებენ. ამ სამარხში სხვადასხვა ნივთთან ერთად, 3000-ამდე სხვადასხვა მეტალის და ქვით გაწყობილი სამკაულები არის აღმოჩენილი. ექსკლუზიურად მხოლოდზარაფხანასმაღაზიათა ქსელში.

ჩვენი კოლექციის შექმნის შთაგონებად სწორედ ეს კულტურა და მისთვის დამახასიათებელი ფორმები და ორნამენტები იქცა. – ის ყველაფერი, რამაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც, სხვადასხვა ფორმებსა და გამოსახულებებში გვხვდება. ჩვენც, ჩვენის მხრივ, შევეცადეთ, ეს ყველაფერი სამკაულებში გადმოგვეტანა და კიდევ ერთი ქართული კოლექცია შევქმენით. ჩვენი აზრით, მიზანს მივაწიეთ და რეალობად ვაქციეთ არაერთი ჩვენთაგანის ჩანაფიქრი.