დიზაინერთა ჯგუფი “ რუმსი”

  კომპანია რუმსი შევქმენით 2007 წელს. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ინტერიერის და პროდუქტის დიზაინია, ეს არის სივრცისა და ფორმის მოდელირება. ელემენტარული გეომეტრია ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. რუმსის მიზანია შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც გაუძლებს დროს. სამკაულის დიზაინი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩვენთვის, თუმცა ისევ შევეხეთ მოდელირებას , მხოლოდ განსხვავებულ მასშტაბში.

  წარმოვადგინეთ თანამედროვე ქალის სამკაული , რომელიც ხაზს უსვავს მომხმარებლის ხასიათს , სტილს და ინდივიდუალობას . ძვირფასი მეტალებით შევქმენით მარტივი გეომეტრიული ფორმები – წრე, რკალი, კვადრატი სამკუთხედი და ოთხკუთხედი, ეს ფორმები ისეთივე მუდმივია როგორც თავად მეცნიერება -გეომეტრია . ერთი შეხედვით მარტივი ხაზებით შექმნილი ძვირფასი სამკაული ატარებს დახვეწილ, ელეგანტურ და ღრმა თვისებებს , რომელიც სრულყოფს თანამედროვე ქალის “ფორმას” და ხასიათს.

"Simplicity is the ultimate sophistication"

Leonardo Da Vinci