თქვენს წინაშეა კომპანია „ზარაფხანას“ კოლექცია, რომელსაც ჩვენ „მცხეთის კოლექცია“ ვუწოდეთ. ამ კოლექციის შექმნის შთაგონების წყაროდ მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის კედლებში დაცული ექსპონატები იქცა. ჩვენ მოგვეცა უნიკალური შანსი, კარგად შეგვესწავლა იქ არსებული ოქროს საგანძური და ნაკეთობები ამ ექსპონატების მოტივზე შეგვექმნა. კოლექცია 33 ნაკეთობას ითვლის, სამკაულები შესრულებულია 585 სინჯის ოქროში. შემკულია ბუნებრივი ძოწით და გიშერით. ჩვენი მიზანი იყო, მაქსიმალურად მივახლოვებულიყავით წარსულს, შეგვენარჩუნებინა არსებული სინატიფე და სიდიადე. ასეთი სათუთი დამოკიდებულებით უფრო მეტყველი და შთამბეჭდავი იქნებოდა ჩვენი წვლილი ამ იდეის განხორციელებაში.

გვგონია, მიზანს მივაღწიეთ: გავაცოცხლეთ და სული შთავბერეთ ამ უნიკალურ საგანძურს, რომლის სილამაზემ და ღირსებამ საუკუნეებს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. დღეიდან ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ ექსპონატები და ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს სურვილისამებრ შეიძინოს საოცნებო ნივთი „ზარაფხანას“ მაღაზიათ ქსელში