მისია


      ჩვენი მისია ერთდროულად რთულიცაა და სასიამოვნოც. ყოველმხრივ ვცდილობთ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მომხმარებლების მოპოვებული ნდობა, გავითვალისწინოთ მათი სურვილები, ინტერესები და საუკეთესო საიუველირო ტრადიციებით, ხარისხიანი და ნატიფი ნაკეთობები შევქმნათ. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ენერგიული მუშაობისა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნის ხარჯზე, ქართულ საიუველირო ბაზარზე ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გავამყაროთ, ჩვენი შრომის შედეგი კი ყოველი თქვენთაგანისთვის სასურველი ვაქციოთ.