ზოგადი რჩევები

დროთა განმავლობაში, ძვირფასი სამკაული შეიძლება, ნამდვილ საოჯახო საგანძურად იქცეს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ მასზე სწორად ვიზრუნოთ. მტვერს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა (მაგალითად, საპონსა და სარეცხის ფხვნილს) და სამკაულის ხანგრძლივ ტარებას მისი დაზიანება შეუძლიათ. იმისათვის, რომ თქვენმა სამკაულმა პირვენდელი ბრწყინვალებას არ დაკარგოს, ქვემოთ გარკვეულ რჩევებს შემოგთავაზებთ. ნაკეთობის სათანდოდ მოფრთხილებისა და მოვლის შემთხვევაში, თქვენი ძვირფასი ნივთი  თავის მშვენიერებას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.

  • შეინახეთ თქვენი სამკაული სუფთა და მშრალ ადგილას.
  • შეინახეთ სამკაული თავის კუთვნილ კოლოფში  ან რაიმე სახის ქეისში, სადაც ნაკეთობა განცალკევებით მოთავსდება. თუ აპირებთ, სამკაული ჩვეულებრივ ყუთში შეინახოთ, სასურველია, შენახვამდე ის რბილ ქაღალდში გაახვიოთ.
  • სანამ სამკაულს მოიხსნითდარწმუნდით, რომ ის მშარალია, ვინაიდან სველ სამკაულს, დროთა განმავლობაში,შესაძლოალაქები  გაუჩნდეს.
  • არავითარ შემთხვევაში არ ჩაყაროთ სხვადასხვა სამკაული ერთად. ასე, შეიძლება, სამკაული დაზიანდეს.
  • რაიმეს გარეცხვის წინ, სამკაული მოიხსენით, რადგან ქიმიური მინარევები აზიანებენ სამკაულსა და მასში ჩასმულ ქვებს.
  • საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ სამკაულს არ მოხვდეს ქლორიანი წყალი, რადგან ქლორის შემცველი ნივთიერებები იწვევენ მის დაზიანებას.
  • ქსოვილი, რომელსაც სამკაულის გასაწმენდად იყენებთ, უნდა იყოს რბილი ზედაპირის მქონე და არა სინთეტური ნაჭერი.

ბრილიანტი
ბრილიანტის სამკაულები ძალიან პოპულარულია. ზოგიერთ ნაკეთობას, როგორიცაა ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები, ხშირად 24 საათის მანძილზე არ ვიცილებთ ხელიდან. როგორც უნდა უფრთხილდებოდეთ ასეთ სამკაულს, ის მოვლასა და პერიოდულ შეკეთებას მოითხოვს. ბრილიანტი გამძლეობით გამოირჩევა, თუმცა მოვლას მაინც საჭიროებს. სხვადასხვა სახის ფხვნილებს, საპნებსა და ნატურალურ ზეთებს კი მისი დაზიანება და პირვანდელი ბრწყინვალების ჩახშობა შეუძლიათ. სუფთა ბრილიანტი უფრო მეტად ბრწყინავს, რადგანაც ურო მეტი სინათლის სხივი ახერხებს მის შიგნით შეღწევას.

  • ნუ გაიკეთებთ ბრილიანტის სამკაულს, განსაკუთრებით ბეჭედს, თუ რაიმე უხეში საქმე გაქვთ გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბრილიანტი ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ქვაა, მისი დაზიანება მაინც შესაძლებელია.
  • მოარიდეთ თვალი მყარ ზედაპირთან შეჯახებას ან ხახუნა ზედაპირთან შეხებას. ბრილიანტის თვალსაც კი შეუძლია გაბზარვა, თუ დარტყმის ძალა ძლიერი იქნება ან გარკვეული კუთხით იქნება მიმართული.
  • ქლორს შეუძლია, დააზიანოს ბრილიანტი და ფერი დააკარგვინოს მას. მოარიდეთ ქვა ქლორს ან სხვა ქიმიურ შენაერთებს, რომლებსაც სახლში რეცხვისთვის იყენებთ. ბრილიანტის სამკაული საცურაო აუზში ჩასვლამდეც უნდა მოიხსნათ.

ძვირფასი ქვები
ბუნებაში ბევრი ძვირფასი ქვააა, ზოგი ასეთი ქვა კი ზედმიწევნით ზრუნვას მოითხოვს. თითოეულ მათგანზე საუბარი ძნელი იქნება, თუმცა, ამგვარი ქვების მოვლის ზოგად წესებს გაგაცნობთ.

  • ბევრი ნატურალური ქვა გადის დამატებით პროცედურებს, რათა მათი საბოლოო ფორმის მიღება მოხდეს. ეს პროცედურები, ნაწილობრივ, მათი მოვლის მეთოდებს განაპირობებს.
  • ტარების შემდეგ, გაწმინდეთ ძვირფასი ქვა სუფთა, რბილი და ცოტა დასველებული ნაჭრით. შედეგად, შენახვამდე ნაკეთობა იქნება გასუფთავებული და დაცული მტვრისაგან.
  • შეინახეთ თითოეული ნაკეთობა განცალკევებით.
  • მოერიდეთ ასეთი ქვების მარილიან წყალთან, სხვადასხვა ქიმიურ შენაერთთან და ქლორთან მოხვედრას. ამ შენაერთებმა, შესაძლოა, ქვა დააზიანოს და გამოიწვიოს მინერალების შლა. შეეცადეთ სამკაული კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ გაიკეთოთ, ხოლო მოხსნისას აუცილებლად გაწმინდეთ, რათა კოსმეტიკა არ დარჩეს ნაკეთობაზე.
  • მოარიდეთ სამკაული ტემპერატურის ძლიერ ცვლილებებს.
  • მოერიდეთ ქვების მყარ ზედაპირზე მოხვედრას. ასეთი დარტყმისაგან ძვირფასი ქვა ადვილად შეიძლება, დაზიანდეს

ოქროს სამკაულები

ოქროს ნაკეთობები, ჩვეულებრივ, ოჯახის სამკაულების უდიდეს ნაწილს შეადგენს. ოქრო ფერითა და შემადგენლობით განსხვავებულია, თუმცა მოვლის მეთოდიკა, ამ შემთხვევაშიც, იგივეა.

  • მოიხსენით ოქროს სამკაული ბანაობის წინ. საპონი იწვევს ლაქის გაჩენას ოქროს ზედაპირზე, რაც საბოლოოდ სამკაულის სილამაზეზე მოქმედებს. რაც უფროგაუფრთხილდებით და დაიცავთ სამკაულს ლაქების წარმოქმნისაგან, მით უფრო იშვიათად მოგიწევთ მისი გაწმენდა.
  • სახლის პირობებში ოქროს გასაწმენდად გამოიყენება ბევრი სახის კომერციული გამწმენდი საშუალება. ასევე, შეიძლება, ძალიან დიდი დახმარება გაგიწიოთ უბრალო ზამშის ნაჭერმაც. თუმცა, წმენდამდე გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს საიუველირო მაღაზიაში.
  • უფრთხილდით ქლორს, მითუმეტეს მაღალი ტემპერატურის დროს. მას ძალიან სწრაფად შეუძლია გააუფერულოს ოქრო. მოერიდეთ ოქროს სამკაულის ტარებას, როდესაც ხართ აუზში ან რაიმეს რეცხავთ.
  • ოქროსგან ცხიმის მოშორება ადვილია, თუ მას ცოტა ხნით სპირტში მოვათავსებთ. თუმცა, ამ დროსაც სიფრხილეა საჭირო, რადგან ქვიანი ნაკეთობის სპირტში მოთავსებით შესაძლებელია, ქვა დაზიანდეს. ეს რჩევა მხოლოდ იმ ძვირფასი მეტალის სამკაულის შემთხვევაშია რეკომენდებულია, რომელიშიც არ არის ჩასმული ქვა.