საქართველოს ბანკი

შეგახსენებთ, რომ ზარაფხანაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტი განვადებით ყოველგავრი დამატებითი ფარული ხარჯის გარეშე. თუ გსურთ ვალენტინობას საყვერლ ადამიანს აჩუქოთ ულამაზესი სამკაული, უპროცენტო განვადება მოგანიჭებთ ამის საუკეთესო საშუალებას.

საქართველოს ბანკით უპროცენტო განვადებით სარგებლობისას:

ვთქვათ, შერჩეული ნივთის ღირებულება შეადგენს 1,000 ლარს. უპროცენტო განვადებით სარგებლობისას გადაიხდით მხოლოდ ნივთის ღირებულების 4,9% (ამ შემთხვევაში 49 ლარი), ხოლო ნივთის ღირებულება 1,000 ლარი თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე, სადაინაც პირველ გადასახადს იხდით ნივთის შეძენიდან 1 თვის შემდეგ. თუ ისურვებთ, განვადების პერიოდი შეიძლება უფრო შემცირდეს. თუ ყიდვის მომენტში არ გსურთ საკომისიო თანხის, 4,9 %-ის, გადახდა, ნივთის ღირებულებას დაემატება 5,9 % და მიღებული თანხა (ამ შემთხვევაში 1,059 ლარი) თანაბრად გადანაწილდება შესაბამის პერიოდზე. თუ გსურთ განვადებით სარგებლობა 12 თვეზე მეტი პერიოდით, სესხის პირობები უცვლელი დარჩება, თუმცა ბანკმა შესაძლებელია მოითხოვს წინასწარი შენატანი (თანამონაწილეობის თანხა), რაც გამოაკლდება ნივთის ღირებულებას.

გთხოვთ, გაითვალისწიონოთ, რომ ზემოთ ნათქვამი მხოლოდ მაგალითია და ბანკი უფლებამოსილია ყოველი კონკრეტული განვადების შემთხვევა განიხილოს საკუთარი განაწესისა და თქვენი საბანკო ისტორიის მიხედვით.

TBC Bank

სიახლე „ზარაფხანაში“! 2015 წლის 15 აინვრამდე ძალაშია „ზარაფხანასა“ და „თი.ბი.სი. ბანკის“ ერთობლივი აქცია 0 % იან განავდებაზე:

დაიწყე გადახდა სამი თვის შემდეგ:

რაც გულისხმობს, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი 100-დან 5 000 ლარამდე ღირებულების მქონე სამკაული, ხოლო გადახდა დაიწყოთ 3 თვის შემდეგ:

* საპროცენტო განაკვეთი - 0%

* ვადა - საშეღავათო პერიოდი 3 თვე, 6 თვე განავდების დასაფარად, ანუ სულ 9 თვე

* დამტკიცების/გაცემის საკომისიო - 6.9 %

* თანხის ლიმიტები - მინ. 100 ლარი - მაქს. 5 000 ლარი

 

თუ მომხარებელს სურს თანხის გადანაწილება უფრო ხანგრძლივი პერიოდით ვიდრე 9 თვეა, მას შეუძლია ისარგებლოს როგორც „თი.ბი.სი ბანკის“ (3-დან 24 თვემდე), ასევე „საქართველოს ბანკის“ (3-დან 12 თვემდე) და „ლიბერთი ბანკის“ (6-დან 12 თვემდე) 0 % იანი განავდებით.

ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკმა და კომპანია ზარაფხანამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დანერგეს მომხმარებელზე მორგებული 12 თვემდე უპროცენტო განვადება. ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  ან თუნდაც შეუკვეთოს მისთვის სასურველი დიზაინით შექმნილი ნივთი როგორც ზარაფხანას საცალო ქსელში ისე ინდივიდუალური შეკვეთების სამსახურში. განვადების პროდუქტი მორგებულია ყველა ტიპის შემოსავლის მქონე მომხმარებელზე:

  1. შემოსავალი ხელფასიდან

  2. შემოსავალი მიკრო ბიზნესიდან

  3. შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან

  4. შემოსავალი პენსიიდან

  5. შემოსავალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებულ გზავნილებზე

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ნივთი 100-დან 5000 ლარის ჩათვლით, ამისთვის საჭიროა შეავსოთ განაცხადი ლიბერთი ბანკის წარმომადგენელთან და სულ რაღაც 15 წუთში თქვენ მიიღებთ პასუხს ბანკის გადაწყვეტილების შესახებ.

ნუ დაკარგავთ დროს, გაუკეთეთ საჩუქარი თქვენთვის საყვარელ ადამიანს, ისარგებლეთ ლიბერთი ბანკის 12 თვემდე უპროცენტო განვადებით ზარაფხანას მაღაზიათა ქსელში და ინდივიდუალური შეკვეთების სამსახურში.