საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" საგარანტიო პირობები.

გარანტიის პირობები:


1. საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აგებს პასუხს საწარმოში დამზადებულ საიუველირო ნაწარმზე და გაძლევთ გარანტიას საწარმო წუნზე 12 თვის განმავლობაში.

2. საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" თითოეული ნაკეთობა მაღაზიაში სარეალიზაციოდ განთავსებამდე გადის ხარისხის დამადასტურებელ რამოდენიმე მკაცრ პროცედურას.

3. გარანტია გულისხმობს სამკაულის შეკეთებას, მასზე აღმოჩენილი საწარმოო დეფექტის შემთხვევაში.

4. საწარმოო დეფექტი დგინდება ექსპერტიზის ან ლაბორატორიული დასკვნის შედეგად.

5. დეფექტის წარმომავლობის დასადგენად, კოპანია იტოვებს უფლებას, დაიტოვოს დაზიანებული ნაკეთობა, მასზე დამოუკიდელები ექსპერტიზის ჩასატარებლად 20 კალენდრული დღის განმავლობაში.


საწარმოო წუნი:


 საწარმოო წუნის დადგენისას, იმ შემთხვევაში, თუ ნაკეთობა ექვემდებარება შეკეთებას, კომპანია უსასყიდლოდ შეაკეთებს მას, თუ:

1.  ნაკეთობაზე წარმოქმნილია მიკროფორები.

2.  ამოვარდნილია ქვა არასწორი დამაგრების შედეგად.


 საწარმოო წუნის დადგენისას, იმ შემთხვევაში, თუ ნაკეთობა არ ექვემდებარება შეკეთებას, კომპანია შეგიცვლით დაზიანებულ ნივთს, თუ:

1.  პასპორტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სამკაულს, ექსპერტიზის ან ლაბორატორიული დასკვნის შედეგად დადგენილ რეალური მონაცემებს.


შენიშვნა: ბრილიანტის ან ბუნებრივი ქვის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ქვის მონაცემების შემოწმება ნაკეთობის შესყიდვამდე. გაყიდვის შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობისას ბრილიანტის და ბუნებრივი ქვის შემთხვევაში გარანტია არ მოქმედებს.

 საწარმოო წუნად არ შეიძლება ჩაითვალოს:

1. სამკაულის არასწორი ხმარების შედეგად მიღებული დაზიანება.

2. სამკაულის არასწორი ხმარების შედეგად ამოვარდნილი და დაკარგული ქვა.


იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს განცდა, რომ მის მიერ შეძენილი საიუველირო ნაწარმს გააჩნია საწარმოო წუნი, მომხმარებელმა უნდა მიიტანოს ნაკეთობა კომპანიის ცენტრალურ ოფისში და ექსპერტიზისა და ანალიზის სამსახურში, შემდეგი პირობებით:

1. შესაბამისი სამკაულის საგარანტიო პასპორტი.

2. ამოვარდნილი ქვის შემთხვევაში - შესაბამისი ქვა.


ჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებლის რეკლამაცია საწარმოო წუნზე არ მიიღება.