საივულერიო კომპანია ”ზარაფხანა” ათლწეულების მანძილზე ავითარებდა ქართულ საოქრომჭედლო კულტურას, რის გამოც დღეს მისი სახელი დახვეწილ სტილთან, სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება. ჩვენი კომპანია მუდმივად სწავლობს მომხარებლის ინტერესებს და ცდილობს, სამკაულის შექმნისას მოდის ტენდეციები გაითვალისწინოს.


      სიახლეებთან ერთად, ”ზარაფხანა” მომხმარებელს ექსკლუზიური შეკვეთების სერვისსაც სთავაზობს.შესაძლოა, თქვენ უკვე გაქვთ თქვენი ”ოცნების სამკაული” მოფიქრებული. ან, შესაძლოა, ჯერ ზუსტად არ მოგიფიქრებიათ. როგორც უნდა იყოს, ნუ გადადებთ ”ზარაფხანაში” ვიზიტს. ჩვენს სერვის-ცენტრში საშუალება გექნებათ, საკუთარი დიზაინით თქვენთვის სასურველი სამკაული შექმნათ ან უკვე არსებულ დიზაინში ცვლილებები შეიტანოთ.


     გარდა ამისა, შეკვეთების სამსახური დაგიმზადებთ ოქროს, ვერცხლისა თუ თითბერის ნებისმიერი სახის მედლებს, სუვენირებს, სამკერდე ნიშნებს, სხვადასხვა სასუვენირო თუ საპრიზო აქსესუარს.


ერთი სიტყვით, აქ ნებისმიერ საიუვლირო მომსახურების გაწევაა შესაძლებელი.

ზარაფხანას” ინდივიდუალური სერვისების ჩამონათვალი:

 

  • სამკაულების ესკიზების ინდვიდუალურად შექმნა და მათი დამზადება.
  • საკუთარი ოქროს ან ვერცხლის ნედლეულით სასურველი ნივთების დამზადება.
  • ზარაფხანას არსებულ სამკაულის მოდელებში ცვლილებების შეტანა (ქვის შეცვლა, ზომის მორგება და ა.შ.).
  • ნაკეთობების მოოქროვება ან მოვერცხლა.
  • ძვირფასი და ბუნებრივი ქვების შეძენა.
  • სამკაულებზე სასურველი წარწერის გაკეთება.

          ინდივიდუალირი სერვისის მისამართებია:
    • ქ. თბილისი, ი.ჭავავაძის 19 
    • ქ. თბილისი, ლუბლიანას 15
    • ქ. ბათუმი, რუსთაველის 35