siaxleebis arqivi


img

უძველესი ქართული დამწერლობის ასომთავრული ინიციალების კოლექცია „საზედაო“ 33 ერთეულისაგან შეგდება. შესრულებულია 925 სინჯის ვერცხლის ნედლეულით. დაფერილია ოქროსფერი, წითელი, მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი, ყავისფერი როდიუმით. ინიციალები ყურადღებას იქცევს ორნამენტულობით, ფერადოვნებითა და მასშტაბით. გააზრებული ტექსტურ-მხატვრულ აქცენტებად იგი...სრულად

უძველესი ქართული დამწერლობის ასომთავრული ინიციალების კოლექცია „საზედაო“ 33 ერთეულისაგან შეგდება. შესრულებულია 925 სინჯის ვერცხლის ნედლეულით. დაფერილია ოქროსფერი, წითელი, მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი, ყავისფერი  როდიუმით.  ინიციალები ყურადღებას იქცევს ორნამენტულობით, ფერადოვნებითა და მასშტაბით. გააზრებული ტექსტურ-მხატვრულ აქცენტებად იგი გაფორმებულია გეომეტრიული, მცენარეების ფორმის ორნამენტით, ცხოველთა და ადამიანთა ფიგურებით. მათი შესრულებისას, ტრადიციისამებრ, გამოყენებულია ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ფართოდ გავრცელებული სიმბოლოები: ფასკუნჯი,თევზი, მზისა და მთვარის პერსონიფიკაცია. თითოეული მათგანი გრაფემათა ფორმას იმგვარად მისდევს, რომ, მხატვრული ეფექტის გარდა, შინაარსობრივი დატვირთვაც შესძინოს მას. მოქვის სახარების მხატრვული გაფორმება სწორედ უხვი და მრავალფეროვანი ასომთავრული ინიციალითა და საზედაო ასოთია შესრულებული - მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლორიტი რომელიც ფერების ოქროს, წითლის, ლურჯის შეხამებითაა შედგენილი. ეს ფაქტორიც ინსპირაციის ერთ-ერთ წყაროდ იქცა კოლექცია „საზედაო“ ანუ ასომთავრული ინიციალების შექმნისას.  ასომთავრული დამწერლობა - უძველესია ქართულ დამწერლობათა შორის. პირველი ადგილობრივი წერილობითი წყარო, სადაც ქართული „მწიგნობრობის“ შექმნის თაობაზეა საუბარი, არის „ქართლის ცხოვრება“. აქ, ქართლის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებლის - ფარნავაზის ცხოვრების აღწერისას, მოცემულია ცნობა, რომელიც ღაღადებს შემდეგს: „ ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული“.  კოლექციის შექმნით შევეცადეთ გადმოგვეცა ის სიძლიერე, ცოდნა, ქართული ყოფის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და  მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც  ქართული ენის და ქართველი ერის საგანძურია.  კოლექცია „საზედაო“ ანუ ასომთავრული ინიციალები  ზარაფხანა 2016 წლის მარტი

img

6 დეკემბერს, ქალაქ ბაქოში საზეიმოდ გახსნა პირველი საფირმო მაღაზია. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კომპანიის ისტორიაში. ზარაფხანას მიერ საქართველოში ნაწარმოები ულამაზესი ნაკეთობები, რომელშიც შერწყმულია საქართველოს ისტორიული საოქრომჭედლო ხელოვნება და თანამედროვე მიმდევრობა წარმატებით წარადგენს ქართულ წარმოებას ჩვენს მეგობარ...სრულად

6 დეკემბერს, ქალაქ ბაქოში საზეიმოდ გახსნა პირველი საფირმო მაღაზია. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კომპანიის ისტორიაში. ზარაფხანას მიერ საქართველოში ნაწარმოები ულამაზესი ნაკეთობები, რომელშიც შერწყმულია საქართველოს ისტორიული საოქრომჭედლო ხელოვნება და თანამედროვე მიმდევრობა წარმატებით წარადგენს ქართულ წარმოებას ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში. ცერემონიალს ესწრებოდნენ საპატიო სტრუმრები, ბიზნეს სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. სამადლობელო სიტყვა წარმოთქვა საქართველოს კონსულმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ გოგიტიძემ. ზარაფხანამ აზერბაიჯანის ბაზარზე წარადგინა, როგორც საქართველოში უკვე კარგად ცნობილი კოლექციები, ასევე სპეციალურად აზერბაიჯანული თემატიკით შექმნილი ულამაზესი სამკაული და სუვენირები. ზარაფხანას საფირმო მაღაზიის მისამართია: ქ. ბაქო. ბულბულის გამზირი 3c.

img

ეს თქვენი ცხოვრებაა.. შეავსეთ იგი ფერებით... ფერები ჩვენი ახალი კოლექციის განუყოფელი ნაწილია, სადაც თითოეული ნაკეთობა ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, თავისი ორიგინალური დიზაინით, ფერადი ქვებით გაფორმებული ვერცხლის სამკაული აუცილებლად დაამშვენებს თქვენს ყოველდღიურ სამოსს ან საღამოს კაბას და ხაზს გაუსვამს თქვენს გამორჩეულობას. და რადგან ფერები...სრულად

ეს თქვენი ცხოვრებაა.. შეავსეთ იგი ფერებით... ფერები ჩვენი ახალი კოლექციის განუყოფელი ნაწილია, სადაც თითოეული ნაკეთობა ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, თავისი ორიგინალური დიზაინით, ფერადი ქვებით გაფორმებული ვერცხლის სამკაული აუცილებლად დაამშვენებს თქვენს ყოველდღიურ სამოსს ან საღამოს კაბას და ხაზს გაუსვამს თქვენს გამორჩეულობას. და რადგან ფერები ბედნიერი ცხოვრების ნაწილია, ზარაფხანას ახალი კოლექცია საშუალებას გაძლევთ იგი მეტად  გააფერადოთ...  

img

კოლექცია „თამარ მეფე“, რომელიც „ზარაფხანას“ სამხატვრო ჯგუფმა წარმოადგინა, კიდევ .სრულად

კოლექცია „თამარ მეფე“, რომელიც „ზარაფხანას“ სამხატვრო ჯგუფმა წარმოადგინა, კიდევ ერთი საინტერესო და გამორჩეულთაგანია თავისი განუმეორებელი დიზაინით. სამკაულის შექმნის შთამაგონებელი ქალი-მმართველის სიდიადე, მიზანსწრაფულობა და ის ეპოქაა, რომლის შემქმნელიც თამარ მეფე იყო. მისი მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“ უწოდებენ. მეფე თამარის დროს საქართველო კავკასიის  უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფო იყო. XII-XIII საუკუნეებში მოხატული ფრესკები, სამეცნიერო ნამუშევრები და ისტორიული მოვლენები  შთაგონების წყაროდ იქცა „ზარაფხანას“ სამხატვრო ჯგუფისათვის, რომელიც უკვე მრავალი წელია ქმნის „ზარაფხანაში“ ღირსეულ ნაკეთობებსა თუ კოლექციებს.ყველა სამკაულს თავისი სახელი აქვს, რაც მათ კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის, უფრო მჭიდროდ აკავშირებს უკვდავი ეპოქის გმირთან და მის სიდიადესთან. ნაკეთობები შესრულებულია 585 სინჯის ოქროში, გაწყობილია ბუნებირივი ქვებით და შედგება13 ერთეულისაგან.  

img

კომპანიამ გახსნა კიდევ ერთი, საცალო ვაჭრობის ობიექტი ქალაქ თბილისში,ფარნავაზ მეფის №1-ში მდებარე“ ჰიპერმარკეტ გუდვილში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ამ ობიექტზე შეიძინოს მისთვის სასურველი საიუველირო ნაკეთობა და ისარგებლოს ყველა იმ ტიპის მომსახურებით რასაც კომპანია „ზარაფხანა“ თავის მომხმარებელს სთავაზობს..სრულად

კომპანიამ გახსნა კიდევ ერთი, საცალო ვაჭრობის ობიექტი ქალაქ თბილისში,ფარნავაზ მეფის  №1-ში მდებარე“ ჰიპერმარკეტ გუდვილში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ამ ობიექტზე შეიძინოს მისთვის სასურველი საიუველირო ნაკეთობა და ისარგებლოს ყველა იმ ტიპის მომსახურებით რასაც კომპანია „ზარაფხანა“ თავის მომხმარებელს სთავაზობს.