img

უძველესი ქართული დამწერლობის ასომთავრული ინიციალების კოლექცია „საზედაო“ 33 ერთეულისაგან შეგდება. შესრულებულია 925 სინჯის ვერცხლის ნედლეულით. დაფერილია ოქროსფერი, წითელი, მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი, ყავისფერი  როდიუმით.  ინიციალები ყურადღებას იქცევს ორნამენტულობით, ფერადოვნებითა და მასშტაბით. გააზრებული ტექსტურ-მხატვრულ აქცენტებად იგი გაფორმებულია გეომეტრიული, მცენარეების ფორმის ორნამენტით, ცხოველთა და ადამიანთა ფიგურებით. მათი შესრულებისას, ტრადიციისამებრ, გამოყენებულია ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ფართოდ გავრცელებული სიმბოლოები: ფასკუნჯი,თევზი, მზისა და მთვარის პერსონიფიკაცია. თითოეული მათგანი გრაფემათა ფორმას იმგვარად მისდევს, რომ, მხატვრული ეფექტის გარდა, შინაარსობრივი დატვირთვაც შესძინოს მას. მოქვის სახარების მხატრვული გაფორმება სწორედ უხვი და მრავალფეროვანი ასომთავრული ინიციალითა და საზედაო ასოთია შესრულებული - მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლორიტი რომელიც ფერების ოქროს, წითლის, ლურჯის შეხამებითაა შედგენილი. ეს ფაქტორიც ინსპირაციის ერთ-ერთ წყაროდ იქცა კოლექცია „საზედაო“ ანუ ასომთავრული ინიციალების შექმნისას.  ასომთავრული დამწერლობა - უძველესია ქართულ დამწერლობათა შორის. პირველი ადგილობრივი წერილობითი წყარო, სადაც ქართული „მწიგნობრობის“ შექმნის თაობაზეა საუბარი, არის „ქართლის ცხოვრება“. აქ, ქართლის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებლის - ფარნავაზის ცხოვრების აღწერისას, მოცემულია ცნობა, რომელიც ღაღადებს შემდეგს: „ ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული“.  კოლექციის შექმნით შევეცადეთ გადმოგვეცა ის სიძლიერე, ცოდნა, ქართული ყოფის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და  მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც  ქართული ენის და ქართველი ერის საგანძურია.  კოლექცია „საზედაო“ ანუ ასომთავრული ინიციალები  ზარაფხანა 2016 წლის მარტი