img

6 დეკემბერს, ქალაქ ბაქოში საზეიმოდ გახსნა პირველი საფირმო მაღაზია. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კომპანიის ისტორიაში. ზარაფხანას მიერ საქართველოში ნაწარმოები ულამაზესი ნაკეთობები, რომელშიც შერწყმულია საქართველოს ისტორიული საოქრომჭედლო ხელოვნება და თანამედროვე მიმდევრობა წარმატებით წარადგენს ქართულ წარმოებას ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში.
ცერემონიალს ესწრებოდნენ საპატიო სტრუმრები, ბიზნეს სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. სამადლობელო სიტყვა წარმოთქვა საქართველოს კონსულმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ გოგიტიძემ.
ზარაფხანამ აზერბაიჯანის ბაზარზე წარადგინა, როგორც საქართველოში უკვე კარგად ცნობილი კოლექციები, ასევე სპეციალურად აზერბაიჯანული თემატიკით შექმნილი ულამაზესი სამკაული და სუვენირები.
ზარაფხანას საფირმო მაღაზიის მისამართია: ქ. ბაქო. ბულბულის გამზირი 3c.