img

კოლექცია „თამარ მეფე“, რომელიც „ზარაფხანას“ სამხატვრო ჯგუფმა წარმოადგინა, კიდევ ერთი საინტერესო და გამორჩეულთაგანია თავისი განუმეორებელი დიზაინით. სამკაულის შექმნის შთამაგონებელი ქალი-მმართველის სიდიადე, მიზანსწრაფულობა და ის ეპოქაა, რომლის შემქმნელიც თამარ მეფე იყო. მისი მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“ უწოდებენ. მეფე თამარის დროს საქართველო კავკასიის  უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფო იყო. XII-XIII საუკუნეებში მოხატული ფრესკები, სამეცნიერო ნამუშევრები და ისტორიული მოვლენები  შთაგონების წყაროდ იქცა „ზარაფხანას“ სამხატვრო ჯგუფისათვის, რომელიც უკვე მრავალი წელია ქმნის „ზარაფხანაში“ ღირსეულ ნაკეთობებსა თუ კოლექციებს.ყველა სამკაულს თავისი სახელი აქვს, რაც მათ კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის, უფრო მჭიდროდ აკავშირებს უკვდავი ეპოქის გმირთან და მის სიდიადესთან. ნაკეთობები შესრულებულია 585 სინჯის ოქროში, გაწყობილია ბუნებირივი ქვებით და შედგება13 ერთეულისაგან.