xSirad dasmuli kiTxvebi

ბუნებრივი ქვა - პერიდოტი

პასუხი

პერიდოტი წარმოადგენს მაგნიისა და რკინის სილიკატს. დღეისათვის ითვლება, რომ პერიდოტი ქრიზოლიტის ერთ-ერთ სახეობას განეკუთვნება, თუმცა ადრე ქრიზოლიტის ქვეშ სხვა ტიპის, გამჭვირვალე ქვებს გულისხმობდნენ, რომელთა შეფერილობაც ოქროსფრიდან ყვითელ ფერებში ვარირებდა. იშვიათად გვხვდება მუქი მოყვითალო, ოქროსფერში გადასული მომწვანო პერიდოტის კრისტალები, რომლებიც საიუველირო ნაკეთობების შესაქმნელად გამოიყენება. თავად სიტყვა ფრანგული ენიდან მომდინარეობას, თუმცა მისი ზუსტი ეტიმოლოგია დაუდგენელია.



ბუნებრივი ქვა - ამეთვისტო

პასუხი

ამეთვისტო კვარცის ერთ-ერთი სახეობაა. მას იისფერი ტონალობა ახასიათებს, რომელიც შეიძლება, ვარდისფრიდან უფრო მუქ იისფერ ტონალობაში გადადიოდეს. 200 გრადუსამდე გაცხელებისას ამეთვისტო თავის იისფერ შეფერილობას კარგავს, გაციების შემდეგ კი კვლავ თავის ფერს იბრუნებს. ქვის სახელწოდება დაკავშირებულია ძველ ბერძნულ მითში მოხსენიებულ ნიმფასთან, რომლის სახელიც ამეტისი გახლდათ. ნიმფას მეღვინეობის ღმერთის, დიონისეს ზეგავლენისგან დაცვის ფუნქცია ეკისრა. მისმა მფარველმა არტემიდამ ნიმფა ქვად გადააქცია, ეს ქვა კი შემდეგ დათრობისგან დამცავ საშუალებად მიიჩნეოდა (ბერძნ. ametistoz – ,,ფხიზელი“). გამორიცხული არაა, რომ ამეთვისტოს სახელი მისი შეფერილობიდან მომდინარეობს, რომელიც ღვინის წითელ ფერს წააგავს. შეიძლება, ამიტომაც ითვლებოდა ამეთვისტო ერთგულების სიმბოლოდ და ნებისყოფის გამაძლიერებელ ქვად.



ბუნებრივი ქვა - ტოპაზი

პასუხი

ტოპაზი წარმოადგენს ფთორის და რკინის სილიკატს.სუფთა ტოპაზის კრისტალი უფერულია თუმცა უცხო მინერალები, რომლებიც მოხვედრილია შემადგენლობაში იწვევს ფერის ვარირებას. ყველაზე გავრცელებულია მოწითალო, მოყვითალო, ნაცრისფერი ან მოლურჯო მონაცრისფრო. ასევე ხელოვნურად შეიძლება გამოიყვანონ თეთრი, მკრთალი მომწვანო ოქროსფერი და ლურჯი ქვები.ეს სახელწოდება ქვამ წითელ ზღვაში მდებარე კუნძულის, ტოპაზოსიდან (ახლა უკვე სენტჯონსის კუნძული) მიიღო. სხვა ვერსიის თანახმად, თანამედროვე სიტყვა ტოპაზი, ძველი სანსკრიტული სიტყივდან - ,,ტაპას“ - წარმოიშვა, რომელიც ნიშნავს ცეცხლს, ალს, სითბოს. ასეთი ვერსია შეიძლება, მართებულად ჩავთვალოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძველად, ინდოეთში ყველა ყვითელი ფერის ძვირფას ქვას ტოპაზად მოიხსენიებდნენ.



ბუნებრივი ქვა - ციტრინი

პასუხი

შემადგენლობით ციტრინი კვარცის ერთ-ერთი სახეობაა. ბუნებრივი ციტრინი ღია მოყვითალო ფერისაა. ბუნებრივი ციტრინები ძალიან იშვიათია.სიტყვა ,,ციტრინი” 1747 წელს გაჩნდა. სახელწოდება ლათინური სიტყვიდან - ,,ციტერუს” - წარმოიშვა, რაც ,,ლიმნიან”-ს ნიშნავს. ეს სახელი, რაღა თქმა უნდა, ქვის ყვითელმა შეფერილობამ განაპირობა.აქვე აღსანიშნავია, რომ კვარცის გაცხელებისას მისი ფერი ციტრინისას უახლოვდება. ხშირად ოქროსფერ ციტრინებს ოქროსფერ ტოპაზებად მოიხსენიებენ, უფრო მუქი ფერის ქვებს კი - ესპანურ ტოპაზებად.



ბუნებრივი ქვა - აქვამარინი

პასუხი

აქვამარინი ბივრილის ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელსაც უფრო მუქი შეფერილობა აქვს. ამ ქვის ფერი ვარირებს მომწვანოდან მუქ ლურჯამდე, ეს გრადაცია კი ქვაში რკინის იონების შემცველობაზეა დამოკიდებული. ტერმინი ,,აქვამარინი“ პირველად XVII საუკუნეში, ბოეცი დე ბოტმა გამოიყენა.



ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი ქვები

პასუხი

ჰოროსკოპის მიხედვით, წელიწადის ყოველ თვეს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება. ამავე ჰოროსკოპს თუ დავუჯერებთ, ზოდიაქოს ნიშანი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის პიროვნულ თვისებებს განაპირობებს. ზოდიაქოს ყველა ნიშანს კი, თავის მხრივ, კონკრეტული ქვა შეესაბამება. პერსონალური ქვის ტარება პოზიტიურად მოქმედებს ადამიანზე და იცავს მას. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში შეგიძლიათ, ნახოთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს რომელი ძვირფასი ქვა შეესაბამება: მერწყული - ქარვა, ამეთვისტო, ძოწი. თევზები - ოპალი, მარჯანი, აქატი, აქვამარინი. ვერძი - აქატი, აქვამარინი, ციტრინი, ბრილიანტი, ზურმუხტი. კურო - ბრილიანტი, ტურმალინი, კვარცი. ტყუპები - აქვამარინი, საფირი, ზურმუხტი, მარგალიტი. კირჩხიბი - ციტრინი, ლალი, ოპალი, მარგალიტი. ლომი - ციტრინი, ქარვა, ძოწი, ბრილიანტი, ონიქსი, ოპალი, პერიდოტი, ლალი. ქალწული - კვარცი, პერიდოტი, ამეთვისტო, აქატი, ძოწი, ოპალი. სასწორი - კვარცი, ტურმალინი, ციტრინი, ოპალი. მორიელი - ოპალი, პერიდოტი, ლალი. მშვილდოსანი - ტოპაზი, ოპალი, ლალი, კვარცი. თხის რქა - ამეთვისტო, ძოწი, კვარცი.