xSirad dasmuli kiTxvebi

ძვირფასი ქვები

პასუხი

სილამაზე, გამძლეობა და იშვიათობა - ნამდვილი ძვირფასი ქვის სამი ძირითადი ღირსებაა. ქვა, რომელსაც ამ სამიდან ერთი ღირსება მაინც გააჩნია, შეიძლება ძვირფასად ჩაითვალოს. ძვირფასი ქვა, ამავდროულად, კაპიტალის დაგროვების წყაროა, რასაც ხელს უწყობს მისი მცირე მოცულობა და მაღალი ღირებულება. ძვირფასი ქვების იშვიათობა, მოპოვებაზე დახარჯული შრომა, ინდვიდიდუალური თვისებები - ქვის ფასს განსაზღვრავს. უკანასკნელ წლებში, მთელ მსოფლიოში მატულობს ინტერესი ძვირფასი ქვების მიმართ. დიდი რაოდენობით სინთეტურად გამოყვანილი საიუველირო ქვების წარმოებას ბუნებრივი ძვირფასი ქვებისადმი ინტერესი არ შეუნელებია. მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ნაკლებად სრულყოფილ, თუმცა ბუნებრივ ქვას, ვიდრე უფრო ლამაზ, მაგრამ სინთეტურ ქვას. ძვირფასი ქვების ჯგუფს მიეკუთვნება: ლალი, საფირონი, ზურმუხტი, მარგალიტი და ტანზანიტი.



ტანზანიტი

პასუხი

1967 წელს, ტანზანიაში აღმოაჩინეს ახალი მინერალი, რომელიც ცოიზიტის ერთ-ერთი ნაირსახეობა აღმოჩნდა. თავისი ლურჯი შეფერილობით, ის საფირონს წააგავდა. ქვას, ასევე, ახასიათებდა ფერთა გამის ცვლა - ლურჯიდან იასამნისფერში.ბუნებაში გვხვდება ტანზანიტის დიდი კრისტალებიც, მათმა მასამ, შესაძლოა, 10-დან 50 კარატამდე მიაღწიოს.



ლალი

პასუხი

ქიმიური შემადგენლობით, ლალი წარმოადგენს ალუმინის ოქსიდს. მინერალოგიის მიხედვით, ლალი კორუნდის ერთ-ერთ სახეობას განეკუთვნება. ლათინური სახელი ”Ruby“ ქვამ მისთვის დამახასიათებილი შეფერილობის გამო მიიღო, ეს შეფერილობა კი ქრომის შენაერთებითაა გამოწვეულია. ძველ აღმოსავლეთში ლალი ყველაზე ძვირადღირებულ ქვად ითვლებოდა. სანსკრიტზე მას ,,მანიკია“-ს უწოდებენ, რაც ,,ძვირფასი ქვების მეფეს“ ნიშნავს.



საფირონი

პასუხი

საფირონი კორუნდის ნაირსახეობას წარმოადგენს.შემადგენლობით ის ალუმინის ოქსიდია. მისი ლურჯი შეფერილობა რკინისა და ტიტანის ელემენტების შერწყმით არის განპირობებული. ასევე ქვაში მიპოვება ქრომიც, ამ სამი მინერალის შერწყმით შეიძლება ქვის ფერი ვარირებდეს და იყოს ყვითელიც, იასამნისფერიც, ვარდისფერიც და მომწვანეც. სახელი ბერძნული სიტყვიდან - ,,საპფეიროს” - წარმოსდგება, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ძველ ებრაულ სიტყვასთან “sappir” ან ინდურ სიტყვასთან -“canipriya“. სხვა ვერსიის თანახმად, სიტყვა ,,საფირონი” ბაბილონური სიტყვიდან - ”sipiru” (,,დაკაწვრა“) - წარმოიშვა. ამ ვერსიის სისწორის ალბათობაც დიდია, თუ ქვის სიმყარეს გავითვალისწინებთ.



ზურმუხტი

პასუხი

ზურმუხტი მწვანე ფერის ბივრილის ჯგუფის ქვას წარმოადგენს, რომლის ფერიც ქრომის შემცველობით არის გამოწვეული. ბივრილის სიმყარე ქვის გამძლეობის შკალაზე 10-დან 8 ბალს იღებს, მისი გამძლეობა მსხვრევისადმი ძალიან დაბალია. ქვის დასახელება დაკავშირებულია სპარსულ სიტყვასთან ,,ზუმრუნდი“, რაც მწვანე ფერს აღნიშნავს, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ძველი სანსკრიტული ,,ზამმოროდ“-იდან წარმოსდგება.



მარგალიტი

პასუხი

როდესაც მოლუსკის ხახაში ქვიშა ან რაიმე სხვა სახის ჭუჭყი ხვდება, მაშინ მასზე ხდება ფილების ფორმირება; ეს ფილები კალციუმის კარბონატისგან შედგება. ასე იწყებს მარგალიტი ზრდას. ორგანული ნივთიერებების დახმარებით მინერალური ფილები ერთმანეთში მაგრდებიან, რის შემდეგაც, დროთა განმავლობაში, მარგალიტი იზრდება. მარგალიტი შეიძლება იყოს, როგორც თეთრი, ასევე ყვითელი, წითელი, ლურჯი და შავიც კი. რაც შეეხება ქვის სახელწოდებას, ძველი ბერძნები მას ,,მარგარიტეს” უწოდებდნენ და სწორედ აქედან მოდის მარგალიტის სახელიც.