xSirad dasmuli kiTxvebi

რა არის ოქრო?

პასუხი

ოქრო ერთადერთი კაშკაშა ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონია. ის მაღალი პლასტიკურობით, სირბილითა და ბზინვარებით გამოირჩევა. ამ თვისებების გამო საიუველირო საქმიანობაში ოქროს პირველი ადგილი უკავია.



რას ნიშნავს სინჯი? სხვაობა მეტრულსა და კარატულ სისტემას შორის.

პასუხი

სინჯი ეს არის, სუფთა ოქროს შემცველობა ნაკეთობის სრულ მასაში და არის მეტრული სისტემის საზომი ერთეული. რაც უფრო მაღალია სინჯი, მით უფრო მეტია ოქროს შემცველობა ნაკეთობაში. დღეისათვის სინჯის განსაზღვრისას სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება მეტრული და კარატული სისტემები.ტერმინი კარატი იხმარება, როგორც ოქროს სინჯის, ისე ძვირფასი და საიუველირო ქვების მასის (წონის) საზომი ერთეულის აღსანიშნავად. მაშინ, როცა მსოფლიოში ძვირფასი ლითონის სინჯის ორი სისტემა მოქმედებს, - მეტრული და კარატული, - ქვების მასა იზომება მხოლოდ კარატულობით. 333 სინჯის ოქრო იგივე 8 კარატიანი ოქროს ეკვივალენტია, 375 სინჯი - 9 კარატის; 583/585 სინჯი 14 კარატის; 750 სინჯი - 18 კარატის; 900 სინჯის - 21 კარატის; 916 სინჯის - 22 კარატის; 958 სინჯი - 23 კარატის; 999 სინჯი - 24 კარატის.



ტერმინი კარატი.

პასუხი

ტერმინი კარატი იხმარება ძვირფასი ქვების მასის საზომ ერთეუად. 1 კარატის ეკვივალენტი წონით ერთეულებში არის 0,2 გრამი. გამონაკლისია მარგალიტი, რომელიც იზომება გრანებში და 1 ერთეული უდრის 0,25 კარატს.



რა ფერის შეიძლება იყოს ოქრო?

პასუხი

ოქროს ნაკეთობები ერთმანეთისგან შეიძლება, განსხვავდებოდეს ფერით, სინჯით, წონითა და, რა თქმა უნდა, დიზაინით. ოქროს ყველაზე გავრცელებულ ფერებს წარმოადგენს ყვითელი, თეთრი და წითელი. ვხვდებით ასევე მწვანე, ვარდისფერ და სხვადახვა შეფერილობის მქონე ოქროს. მისი ფერი დამოკიდებულია ლიგატურაზე (სხვადასხვა ლითონის მინარევი, რომელიც არეგულირებს ოქროს სიმაგრესა და ფერს).ერთი და იმავე სინჯის სხვადასხვა ფერის ოქროს შორის სხვაობა მხოლოდ ფერშია, რადგან მათში სუფთა ოქროს წილი თანაბარადაა წარმოდგენილი.



ბრილიანტი

პასუხი

ბრილიანტი მსოფლიოში ყველაზე მყარი მინერალია. კორუნდებთან შედარებით, ის 100-ჯერ უფრო მყარია. შემთხვევითი არაა, რომ ბრილიანტს „ქვების მეფეს“ უწოდებენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბერძნები ამ ქვას „ადამას” ეძახდნენ, რაც ,,დაუმსხვრეველ”-ს ნიშნავდა. მისი დღევანდელი სახელწოდებაც, ,,დაიმონდ” (Diamond) სწორედ აქედან მოდის. მეორე ვერსიის მიხედვით, სიტყვა ძველი არაბული სიტყვიდან ,,ელმა” (ალმასი) მომდინარეობს, რაც ,,უმყარეს”-ს ნიშნავს.



რა განსაზღვრავს ბრილიანტის ღირებულებას.

პასუხი

ბრილიანტის ღირებულებას განსაზღვრავს 4C: თლილი (Cut), ფერი (Color), სიწმინდე (Clarity) და კარატი (Carat). თლილი ბრილიანტის დაწახნაგების ფორმაა. ის პროპორციითა და ფინალური დამუშავებით ფასდება. კარატი - ძვირფასი ქვების მასის საზომი ერთეული. ქვის მასა ფასის პროპორციულია. 1 კარატი = 0.2 გრ. ქვის სიწმინდე - რაც უფრო წმინდაა ბრილიანტი, მით უფრო მაღალია მისი სიწმინდის ხარისხი. ფერი - თუ ფერის მიხედვით მოვახდენთ შედარებას, განათების თანაბარ პირობებში, რაც უფრო ღია და უფეროა ქვა, მით უფრო მაღალია ასეთი ქვის ხარისხი. დაწახნაგება - რაც უფრო თანაბრადაა ბრლიანტი დაწახნაგებული, მით მეტი შუქთამაში აქვს მას.